პიტერ ჩეხი


პეტრ ჩეხი

პეტრ ჩეხი (დ. 20 მაისი1982) — ჩეხი ფეხბურთელი, ლონდონის „ჩელსის“ და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მეკარე. წარსულში ჩეხი თამაშობდაპლზენის „ვიქტორიაში“ბლშანის „ხმელში“პრაღის სპარტაში და „რენში“. იგი შეყვანილი იყო 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისსიმბოლურ ნაკრებში, როცა ის დაეხმარა თავისი ქვეყნის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში.ჩეხმა ასევე მიიღო 2004-052006-07 და 2007-08 წლების სეზონების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის წოდება. იყო პფსფას და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრებების წევრი 2006 წელს.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული აქვს 180 მატჩი. ჩეხს ეკუთვნის რამდენიმე რეკორდი. ჩეხეთის ნაკრებში 855 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. პრაღას სპარტაში 928 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი 2001-02 წლების სეზონში. 2004-05 წლების სეზონში ჩეხს 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ჩეხს მოგებული აქვს პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანი 2004-05 და 2009-10 წლების სეზონებში.

ადრეული კარიერა 

დაიბადა პლზენშიჩეხოსლოვაკიაში, ფეხბურთის თამაში დაიწყო შვიდი წლის ასაკში, „შკოდა პლზენში“ (შემდეგში ცნობილი, როგორც პლზენის „ვიქტორია“. თავიდან მან თამაში დაიწყო, როგორც თავდმასხმელმა, შემდეგში ვარჯიშისას მეკარეების მწვრთელებმა შეამნიეს მისი თვისებები, რომელიც სჭირდებოდა მეკარეს. 14 წლის ასაკში, ჩეხი გაიზარდა 180-დან 196 სანტიმეტრამდე. მალე ჩეხი გადავიდა ბლშანის „ხმელში“, სადაც მისი დებიუტი შედგა 1999 წლის 30 ოქტომბერს. მალე ჩეხი გახდა „ხმელის“ ძირითადი მეკარე და მიიპყრო ბევრი კლუბის ყურადღება. 19 წლის ასაკში ჩეხი გადავიდა პრაღის „სპარტაში“

რენი 

ჩეხმა ვერ მოიგო ჩემპიონატი „სპარტასთან“ ერთად 2002 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მიიღო უდიდესი გამოცდილება. ივნისში ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრები გავიდა ფინალში. მან თავი გამოიჩინა პენალტების სერიაში და მოიგო მისმა გუნდმა ტურნირი. მაშინ ჩეხმა მიიპყრო„არსენალის“ სკაუტების ყურადღება, მაგრამ 2002 წლის ივნისში გადაბარგდა „რენში“.
ჩეხმა „რენში“ გაატარა ორი სეზონი.

ჩელსი 

2004 წლის ივლისში ჩეხმა £7 მილიონის სანაცვლოდ „ჩელსისთან“ გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი. ამ ტრანსფერის შემდეგ ჩეხი გახდა „ჩელსის“ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.
ამ დროს ჩელსის ძირითადი მეკარე იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, კარლო კუდიჩინი. კუდიჩინიმ სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში მიიღო ტრავმა და მის მაგივრად ჟოზე მოურინიომ ჩეხი დააყენა კარში. პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“, ჩეხმა კარი მშრალად შეინახა (1-0).2005 წლის 5 ოქტომბერს ჩეხმა დაამყარა ახალი რეკორდი პრემიერლიგაში, 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო „მანჩესტერ იუნაიტედი“ს მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა. 2004-05 წლების სეზონში 25 მატჩში კარის მშრალად შენახვისთვის ჩეხმა მიიღო სპეციალური პირადი ჯილდო ოქროს ხელთათმანი. 2005-06 წლების სეზონში „ჩელსი“მ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული. გუნდმა გაუშვა მხოლოდ 15 გოლი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
2005-06 წლების სეზონში ჩეხმა მხოლოდ 22 მატჩში ითამაშა კლუბის შემადგენლობაში.[6] 2006 წლის 1 თებერვალს ჩეხმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2010 წლამდე.
2006 წლის 14 ოქტომბერს „რედინგთან“ მატჩში ჩეხმა მიიღო თავის მძიმე ტრავმა. ჩეხი მოედნიდან გაიყვანეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მას გატეხილი ჰქონდა თავის ქალა. ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ ჰქონდა ინტენსიური თავის ტკივილები. მისმა ექიმმა გააფრთხილა, რომ ადრე დაბრუნება შეიძლებოდა დასრულებულიყო ფატალურად.
2006 წლის 24 ოქტომბერს ჩეხი დაბრუნდა სახლში და დაიწყო ვარჯიში მსუბუქად.
ტრავმის შემდეგ, ჩეხმა პირველად ითამაშა 2007 წლის 20 იანვარს [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულის]“] წინააღმდეგ, სპეციალური რაგბის დამცავი ქუდით. იმ მატჩში მისი გუნდი დამარცხდა 0-2. მას შემდეგ ყოველ თამაშს ატარებს იმ ქუდით. მისი ქუდი დაამზადდა ახალ ზელანდიაში კომპანიის მიერ, რომელიც ამზადებს დამცავ ქუდებს რაგბის მოთამაშეებისთვის. შემდეგში მისი ქუდის დამზადება დაიწყო კომპანია ადიდასმა, რომელიც აწარმოებს ჩელსის ფორმებს.
პირველ მატჩში „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ, ჩეხს კლუბის მაისურით ჩატარებულ მატჩებში 810 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია.

სანაკრებო კარიერა 

ჩეხმა სანაკრებო კარიერა დაიწყო ჩეხეთის 16-წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2002 წელს. 21-წლამდელთა ნაკრებში მისი პირველი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა, საფრანგეთის ნაკრებთან ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში კარგი თამაშის წყალობით მისმა გუნდმა მოიგო ახალგაზრდული ჩემპიონატი. ჩეხმა მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ის დაეხმარა გუნდს ნახევარფინალში გასვლაში. ნახევარფინალში ჩეხეთის ნაკრები დამარცხდა საბერძნეთთანვერცხლის გოლით. ის დასახელდა ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების მეკარედ. ჩეხი ასევე მონაწილეობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეევრო 2008-სა და ევრო 2012-ზე.

No comments:

Post a Comment