რობერტო ბაჯო


რობერტო ბაჯო

რობერტო ბაჯო (იტალRoberto Baggio18 თებერვალი1967) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც დიდ წარმატებას იუვენტუსში თამაშისას მიაღწია. ოქროს ბურთის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. გუნდის ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც მთელი ცხოვრება ტრავმები სტანჯავდა, მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა გამხდარიყო მსოფლოს საუკეთსო თავდამსხმელი და საკუთარი გვარი ჩაწერა ყველაზე შემოქმედებით და ფანტაზიორ ფეხბურთელებს შორის.

ბავშვობის წლები 

პროვინციულ ქალაქ ვიჩენცასთან მდებარე დაბა კალდონმიოში, მარკონის ქუჩაზე, მე-3 სახლშიფიორინდო და მატილდა ბაჯოებს მე-7 შვილი შეეძინათ, რომელსაც მამამ იმ წლების პოპულარული იტალიელი ფეხბურთელის — რობერტო ბონინსენიას პატივსაცემად რობერტო დაარქვა. ბაჯოს მამა ფლორინდო ველოსპორტის დიდი მოყვარული იყო და დიდი სურვილი ჰქონდა ვაჟიშვილიც სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. თუმცა პატარა რობიმ ფეხბურთი ირჩია. კალდონიოს ბერთა საძმო გრძელ თმას კრძალავდა.რობერტომ კი საერთო წესრიგი უგულველჰყო და თმა გაიზარდა.ერთ დღეს მას საყდართან მჯდარმა მოხუცებმა უხმო.ისინი უხსნიდნენ გრძელი თმის სიავეს... არაფერმა რომ არ გაჭრა ერთ-ერთმა ბერმა სანაძლეო დაუდო, რომლის წაგების შემთხვევაში სამუდამოდ გამოეთხოვებოდა გრძელ თმას. რობერტო დათანხმდა და თავისსავე თანატოლს „ჩეკაჩონკაში“ („კენწვლა“) გაეჯიბრა. რობიმ ნიძლავი მოიგო და იმ დგიდან ყველაფერი დალაგდა. ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როდესაც საბავშვო გუნდის მწვრთნელმა ფორვარდის პოზიციაზე გაამწესა. 14 წლის ასაკში კი ერთ ერთ მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. რის შემდეგაც იმ დროისთვის სერია ც-ში მოასპარეზე ვიჩენცის სკუატების ყურადღება მიიპყრო. პირველი პროფესიონალური კონტრაქტიც მალევე გააფორმა, რის თანახმადაც ბაჯო თვეში 170 დოლარს ღებდა. პირველი ორი სეზონი თითქმის სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

საკლუბო კარიერა

ვიჩენცა - ფიორენტინა 

1984-1985 წლების სეზონში კი მის მიერ გატანილმა 12-მა გოლმა დიდი როლი ითამაშა ვიჩენცას სერია ბ-ში აღზევებაში. თავად ბაჯო უფრო ძლიერი კლუბების სელექციონერების ყურდღების ცენტრში მოექცა. მალე რობერტომ ფიორენტინას მიაშურა, სადაც ხუთი წელი გაატარა. ამ კლუბში ყველაზე წარმატებული სეზონი 1989-1990 წლებში ჩაატარა, მაშინ ფლორენციელებმა უეფას თასის ფინალში გააღწიეს, თუმცა ფინალში ტურინის იუვენტუსთანდამარცხდნენ.
ის ფინალი ბაჯომ ბრწყინვალედ ჩაატარა და ტექნიკური თამაშით მოწინააღმდეგე გუნდის მესვეურებიც მოხიბლა. მათაც საკუთარ კლუბში გადასვლა შესთავაზეს.

იუვენტუსი 

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე კლუბის შეცვლა ყველასათვის მოულოდნელი იყო. ეს ამბავი დიდხანს ბურუსით იყო მოცული, თუმცა ყველაფერი ბაჯოს ავტობიოგრაფიული წიგნით გახდა ნათელი. მისი თქმით, თავად ფეხბურთელს დიდი სურვილი ჰქონდა ფიორენტინაში დარჩენის და კონტრაქტიც გაახანგრძლივა ერთი წლით. თუმცა, როგორც გაირკვა, იების მაშინდელი პრეზიდენტი პონტელო იუვეს პრეზიდენტ ანიელისთან ტრანსფერის ღირებულებაზე უკვე შეთანხმებული იყო. ჟან ჟაკ ბოსმანს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოგებული სასამართლო და ფეხბურთელებს საკუთარი სურვილით სხვა კლუბში გადასვლა არ შეეძლოთ. ბაჯო იტალიის ნაკრებთან ერთად უკვე შეკრებაზე იმყოფებოდა, როდესაც შეიტყო, რომიუვენტუსში გადაიყვანეს. კლუბებმა ისე გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომ ფეხბურთელი ამ პროცესს არ დარწრებია.
ბებერ ქალბატონს რობის ყიდვა 17 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ბაჯოს გაყიდვით უკმაყოფილო დარჩა ფიორენტინას გულშემატკივარი, მათ კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფლორენციის ქუჩებში საპროტესტო აქციაც კი გამართეს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. მისი გადასვლის მიზეზი არავის უკუთხავს და ბაჯო სათაყვანებელი ფეხბურთელიდან საძულველ მოთამაშედ იქცა. ფლორენციელები მაშინ კავერჩანოს საწვრთნელ ბაზაზეც კი შეიჭრნენ და ბაჯოსთან მისვლას ცდილობდნენ. სიტუაცია კარაბინერებმა განმუხტეს.
იუვენტუსში ბაჯოს გადასვლით ფეხბურთში დაიწყო მილიონიანი ტრანსფერების სერია, რაც დღემდე გრძელდება და კოლოსალურ თანხებს აღწევს. იმ დროისთვის ბებერმა ქალბატონმა ფეხბურეთელებისთვის ხელფასები გაანახევრა. რასაც ბაჯო არ დაეთანხმა და ჰონორარის მომატება მოისურვა. კლუბის ხელმაძღვანელობამ საყვედური გამოუცხადა ფეხბურთელს. რობიმ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

მილანი, ბოლონია, ინტერი 

1995 წელს ბაჯო მილანში გადავიდა. ტურინელებს მისი წასვლა დიდად არ განუცდიათ - იქ უკვე დელ პიერო იწყებდა გაბრწყინებას. მილანში გადასულ ბაჯოს კიდევ ერთი ნოვატორული პროექტის მსხვერპლად გახდომა ელოდა. სწორედ მაშინ იდგამდა ფეხს ორი შემადგენლობის აუცილებლობის პრინციპი. ყველაფრის მოგების მსურველ მილანს ორი თანაბარი დონის შემადგენლობა სჭირდებოდა. ფაბიო კაპელომ ბაჯო იმ შემადგენლობაში გაამწესა, რომელსაც იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა. საბოლოოდ რობერტო მიხვდა, რომ დიდ გუნდში უთამაშებლობას, საშუალო დონის კლუბში გადასვლა სჯობდა, იქ, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა.
1997 წელს ბაჯო ბოლონიაში აღმოჩნდა და როგორც თვითონ ამბობს, ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.ერთ სეზონში 22 გოლი გაიტანა. 1998 წელს კი ინტერში გადავიდა. იმ დროს მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი იყო, რომლესაც ბაჯო დიდად არ მოსწონდა. ეს ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა. უთამაშებლობის გამო ვერც ეროვნულ ნაკრებში ხვდებოდა, ამიტომაც კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

ბრეშა 

ინტერიდან ბაჯო ბრეშაში 2001 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა. თუმცა შემდეგ დაშავდა და არაერთო შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მოედანზე გასვლა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე შეძლო. პირველივე თამშზე ბოლონიის წინააღმდეგ საწყის 2 წუთში 2 გოლი გაიტანა. რობერტო ბაჯომ ბრეშას შემადგენლობაში 2004 წლამდე ითამაშა და კარიერაც ამ კლუბში დაასრულა

ტრავმები 

რობერტო ბაჯომ პირველი სერიოზული ტრავმა, რომელმაც მთელი კარიერის განმავლობაში გაუმწარა სიცოცხლე, 18 წლის ასაკში მიიღო. ეს მაშინ მოხდა, როცა მეტოქისთვის ბურთის ართმევა სცადა. როგორც შემდეგ გაირკვა, საკმაოდ სუსტი მუხლი ჰქონდა და მსგავსი მოძრაობები არ უნდა გაეკეთებინა. მარჯვენა ფეხი გადაუბრუნდა და გაუწყდა ჯვარედინი მყესები, ამოუვარდა მუხლის თავი და დაეჭიმა გვერდითი მყესი. ამ ყველაფერთან ერთად გაუწყდა კუნთი. ოპერაცია სენტ ეტიენის კლინიკაში გაუკეთეს.
”მე გამიბურღეს დიდი ძვლის თავი, შემდეგ გამჭრეს მყესი, გამიჭიმეს მუხლის თავამდე და გაჩენილ ხვრელში 220 მილიმეტრიანი ფიქსატორით დამიმაგრეს. როდესაც გონს მოვედი და საკუთარი ფეხი დავინახე, შემეშინდა იმ მომენტში მხოლოდ იმას ვფიქრობდი, გავივლიდი ფეხზე, თუ ინვალიდის ეტლს მივეჯაჭვებოდი.” - იხსენებს ბაჯო. ამ ტრავმის დროს მიღებული ტკივილები მთელი კარიერის განმავლობაში ახსენებდა თავს. ყველაფერთან ერთად ტკივილგამაყუჩებლებზე ალერგია აღმოაჩნდა და რასაც სხვა ფეხბურთელები მარტივად იყუჩებენ, ბაჯოს ჯოჯოხეთურ ტკივილებს ანიჭებდა.
რობერტო ბაჯო შემდეგაც არაერთხელ დაშავდა. მის კარიერაში ტრავმები დიდ როლს ასრულებდა. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მან კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა მიიღო, ბევრი მის საფეხბურთო კარიერის დასასრულზეც საუბრობდა. მაგრამ ბაჯომ იმკურნალა და რეაბილიტაცია გაიარა ბოლონიის საუკეთსო კლინიკაში. იმ პერიოდში მასთან ერთად ტრავმებს იშუშებდნენ ქართველი ფეხბურთელები - ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ნემსაძე.

ეროვნული ნაკრები 

მსოფლიო ჩემპიონატში ბაჯომ პირველად 1990 წელს ითამაშა. მაშინ მუნდიალს იტალია მასპინძლობდა. ნახევარფინალურ მატჩში აძურა არგენტინელებს შეხვდნენ. იმ მატჩში აძელიო ვიჩინიმ ბაჯოს მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცა. მისი აზრით, რობი ძალიან გადაღლილი იყო, თუმცა თავად ფეხბურთელი ასე არ თვლიდა და ამბობდა - ”მე ხომ მხოლოდ 23 წლის ვარ, მზად ვარ ყველანაირი დატვირთვისთვის, მთავარია მოედანზე შემიშვან.”
ვიჩინი შეუვალი აღმოჩნდა და ბაჯო მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა. ის მატჩი იტალიელებმა პენალტების სერიით წააგეს. 1994 წლის მუნდიალზე კი ბაჯო ნამდვილად ბრწყინავდა და როგორც მაშინ ამბობდნენ, მთელი ნაკრები სწორედ მან ”ათრია” ფინალამდე. გადამწყვეტ მატჩში იტალიელები ბრაზილიელებს დაუპირისპირდნენ. აქაც თერთმეტმეტმრიანებამდე მივიდა საქმე, გადამწყვეტი პენალტი კი მანამდე გმირად შეარაცხულმა ბაჯომ ააცილა. ამის გამო სამშობლოში დაბრუნებული კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამ წარუმატებლობას თავად ბაჯო დიდად განიცდიდა, მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე, სადაც მთელი გუნდი ცოლებთან ერთად მივიდა, მხოლოდ რობი არ წასულა, სასტუმროს ნომერში დარჩა. პენალტების შესრულების შიში გაუჩნდა და როგორც შემდეგ თავად ამბობდა, მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაძლია ეს შიში.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში რობერტო ბაჯო და იტალია კვლავ მეოთხედფინალში მასპინძლებთან პენალტების სერიაში დამაარცხდნენ. მართალია, მაშინ თავად რობიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მაგრამ აძურას ვერაფრი უშველა.
ოთხი წლის შემდეგ ბაჯო იმედოვნებდა, რომ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა ტრაპატონიმ კორეა- იაპონიაში მისი წაყვანა არ ისურვა. საერთოდ რობერტო ბაჯო მწვრთნელების სიმპატიით არასდროს სარგებლობდა და ხშირად მოხვედრილა დაუმსახურებელი კრიტიკის ქვეშ. დონ ტრაპიც მათ რიცხვს განეკუთვნებოდა. იმ ჩემპიონატზე იტალიამ წარუმატებლად იასპარეზა. მაშინ პრესა წერდა, რომ უღიმღამოდ ჩატარებული მუნდიალის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ნაკრებში არ მოიძებნა ბაჯოს მსგავსი ფანტაზიორი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კარგი თამაშით პირველ რიგში თანაგუნდელებს აღარფრთოვანებდა.

ბოლო მატჩები

ბაჯომ ფეხბურთიდან წასვლის ოფიციალური განცხადება 2004 წლის 31 მარტს გააკეთა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ მიუხედავად იმისა, რომ კორეა იაპონიაში არ წაიყვანა, შეთავაზა, რომ 28 აპრილს ესპანელებთან შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, რაც ფეხბურთიდან ერთგვარი გაცილება იქნებოდა. პანუჩიმ რობერტოს დიდსულოვნად დაუთმო კაპიტნის სამკლაური. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა 9 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად გავიდა მოედანზე აძურას მაისურით. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაჯო მიკოლიმ შეცვალა. მოედანზე შეკრებილმა პუბლიკამ კი ფეხზე ამდგარმა ოვაციებით გააცილა 37 წლის ნახევრმცველი.
მანამდე ბრეშას შემადგენლობაში ერთგვარ გამოსათხოვარ გასტროლებად აქცია ყველა შეხვედრა. თითოეულ მატჩში მისი შეფასების კოეფიციენტები 7-8 ბალი იყო. ბოლო 205-ე გოლი ლაციოსგაუტანა ბოლოსწინა ტურში.
იტალიურმა გულშემატკივარმა მოედანზე ბაჯო ბოლოს 16 მაისს იხილა. მაშინ ბრეშა გასვლით მატჩს ატარებდა მილანთან. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე ტიფოზები მით უფრო ხმამაღლა სკანდირებდნენ ბაჯოს სახელს. 83-ე წუთზე რობი კოლუჩიმ შეცვალა. დიდმა ნახევარმცველმა თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი 80 ათასი გულშემატკივრის ტაშის თანხლებით.
გამომშვიდობებისას რობერტო ბაჯოს გადასცეს პრემია ”სან სიროს ჯენლტმენი” 2004 წლისთვის. გულშემატკივრის აზრით იმ წელს ყველაზე ერთგულად სწორედ ბაჯო იცავდა ”ფეარ ფლეის” პრინციპებს.

No comments:

Post a Comment