მსოფლიო ჩემპიონატი


ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი — ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი.
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.
დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისსაფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715,1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.

წინაისტორია და პირველი ჩემპიონატი 


ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა შედგა 1872 წელს გლაზგოშიშოტლანდიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის (დასრულდა ანგარიშით 0–0), პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 1884 წელს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა.ფეხბურთის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის მიწურულს და სპორტის ეს სახეობა შეტანილ იქნა 1900 და 1904 წლებისზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა პრიზიორები მედლებით არ დაჯილდოვდნენ.
1906 წელს ახალდაარსებულმა ფიფა-მ შვეიცარიაში ჩაატარა პირველი საერთაშორისო ტურნირი ქვეყნების გუნდებს შორის, თუმცა ფიფა-ს ოფიციალური ისტორიის თანახმად ტურნირი „ჩავარდა“.
1908 წელს ლონდონში შედგა მორიგი ოლიმპიური თამაშები, სადაც ფეხბურთი უკვე ოლიმპიადის ოფიციალური სახეობა იყო. ოქროს მედლები ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა. შეჯიბრში მხოლოდ მოყვარულები მონაწილეობდნენ, აქედან გამომდინარე, მას უფრო შოუს სახე ჰქონდა, ვიდრე ტურნირის.
1909 წელს ტურინში შოტლანდიელმა ბარონეტმა სერ თომას ლიპტონმა ჩაატარა თავისივე სახელობის თასის გათამაშება, სადაც არა ეროვნული ნაკრებები, არამედ ინდივიდიალური კლუბები მონაწილეობდნენ, თუმცა თითოეული მათგანი ერთ კონკრეტულ ქვეყანას წარადგენდა. ეს ტურნირი ზოგჯერ იხსენიება, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი. ტურნირში გამოდიოდნენ პრესტიჟული პროფესიონალური კლუბები იტალიიდანგერმანიიდანშვეიცარიიდან, თუმცაინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უარი განაცხადა კლუბების გაგზავნაზე. სანაცვლოდ, ლიპტონმა მიიწვია სამოყვარულო დასავლეთ ოკლენდის გუნდიდარემის საგრაფოდან. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი ტიტულის წარმატებით დაცვა.
1914 წელს ფიფა-მ თავის თავზე აიღო ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ჩატარების ორგანიზება. 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა ტურნირი ფეხბურთში — მსოფლიოს პირველი საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ბელგიის ნაკრებმა მოიგო.
ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული საფეხბურთო ტურნირების გამო ფიფა-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა საკუთუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი. 1928 წლის 28 მაისსამსტერდამში, ფიფა-ს კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.[8]ჩემპიონატის პირველი გათამაშების მასპინძელ ქვეყნად დასახელდა ურუგვაი.
შერჩეული ქვეყნების ფედერაციებს გაეგზავნათ მოწვევა ნაკრებების გამოგზავნის თხოვნის შესახებ, თუმცა მასპინძელ ქვეყნად ურუგვაის არჩევა ევროპული ქვეყნებისათვის, ატლანტის ოკეანის გავლით, გრძელ და ძვირადღირებულ მგზავრობას მოითხოვდა, ამიტომაც თავდაპირველად არც ერთ ევროპულ ქვეყანას ფიფა-სთვის მოწვევაზე თანხმობა არ მიუცია. საბოლოოდ, ურუგვაიში ბელგიისსაფრანგეთისრუმინეთისა და იუგოსლავიის ნაკრებები ჩავიდნენ. ჯამში, ჩემპიონატში ცამეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა: შვიდი სამხრეთ ამერიკიდან, ოთხი ევროპიდან და ორი ჩრდილოეთ ამერიკიდან.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც, შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა.ფინალში,ურუგვაიმ 93 ათასი მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.

მეორე მსოფლიო ომამდე

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსების შემდეგ, ზაფხულის 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (მასპინძელილოს-ანჯელესი) ფეხბურთი არ შეუტანიათ, რაც აშშ-ში ფეხბურთის არაპოპულარობით იყო განპირობებული. ფიფა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ვერ შეთანხმდნენ მოხალისე ფეხბურთელთა სტატუსზეც.[11] შედეგად, 1932 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი არ ჩატარებულა. ფეხბურთი ოლიმპიადას 1936 წელს დაუბრუნდა, თუმცა ამ დროისათვის ოლიმპიური ფეხბურთი, უკვე უფრო პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.
ჩემპიონატის პირველი წლების სიძნელეები, უპირველეს ყოვლისა ტრანსკონტინენტალური მგზავრობის პრობლემა, კიდევ უფრო გაამწვავა ევროპაშიდაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა. ომის გამო გაუქმდა 1942 და 1946 წლების ჩემპიონატები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

1950 წელს (მასპინძელი ბრაზილია) ჩემპიონატში პირველად მიიღეს მონაწილეობა ინგლისელებმა. ბრიტანულმა გუნდებმა ფიფა 1920 წელს დატოვეს, იმ მიზეზით, რომ არ სურდათ იმ ქვეყნების გუნდებთან თამაში, რომელთანაც ისინი ომში იყვნენ ჩაბმული, თუმცა 1946 წელს, ფიფა-ს მოწვევით კვლავ დაუბრუნდნენ ორგანიზაციას. ამავე წელს, ჩემპიონატს დაუბრუნდნენ პირველი გათამაშების გამარჯვებულები — ურუგვაელებიც, რომლებმაც წინა ორ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს. ურუგვაელებმა მასპინძელი ბრაზილიის დამარცხების შემდეგ კვლავ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.
1934 წლიდან 1978 წლამდე თითოეულ ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა, გარდა 1938 წლისა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრია გერმანიამ დაიპყრო და 1950 წლისა, როდესაც ტურნირში მონაწილეობა ინდოეთისშოტლანდიისა და თურქეთის ნაკრებებმა არ მიიღეს.

თასი

1930-1970 წლებში ჩემპიონატის გამარჯვებულები ჟიულ რიმეს (ფიფა-ს პრეზიდენტი) სახელობის თასით ჯილდოვდებოდნენ. 1970 წელს, ბრაზილიამ, მოიპოვა რა ჩემპიონის წოდება მესამეჯერ, თასი სამუდამოდ დაისაკუთრა. თუმცა, 1983 წელს თასი მოიპარეს.
1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი თასი. ფიფა-ს ექსპერტებმა შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს 53 წარმოდგენილი მოდელი. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა იტალიელ სილვიო გაზანიგას ვერსიაზე. თასის სიმაღლეა 36 სმ, დამზადებულია თვრამეტკარატიანიოქროსაგან, იწონის 6,175 კგ-ს. გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა, რომელთაც ხელებში გლობუსი უჭირავთ. ქვედა ნაწილზე ამოტვიფრულია გამართული ჩემპიონატების წლები და გამარჯვებულები, დაწყებული 1974 წლიდან.
მსოფლიო თასი გამარჯვებულებს დროებით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი მოჭედილი რეპროდუქცია.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები (ფეხბურთელები და მწვრთნელები) ჯილდოვდებიან მედლებით: ოქროსი (გამარჯვებულები), ვერცხლის (ფინალისტები) და ბრინჯაოსი (მესამე-ადგილოსნები). 2002 წლის ჩემპიონატზემედლებით დაჯილდოვდა მეოთხე ადგილზე გასული მასპინძელი სამხრეთი კორეის ნაკრებიც1978 წლამდე მედლებს მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი იღებდა. 2007 წლის ნოემბერში ფიფა-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 1930-1974 წლების ჩემპიონატების გამარჯვებული ნაკრებების ყველა წევრი ოქროს მედალს მიიღებდა.



No comments:

Post a Comment