ფეხბურთი ინგლისში შეიქმნა, მაგრამ როგორც ჩანს, აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ იმას ეფუძვნება, რომ პირველი კლუბი და საფეხბურთო ასოციაციაც ამ ქვეყანაში დაარსდა.
ფეხბურთის დასაბამები კი როგორც აღმოვაჩინე ცოტა სხვაგან შეიძლება ვეძიოთ. ფეხბურთის მსგავსი სპორტს კი ჯერ კიდევ 3 000 წლის წინ თამაშობდნენ იაპონიაში. ჩვ. წელთ აღრიცხვამდე 50 წლის ჩინურ ჩანაწერებში ლაპარაკია, რომ ფეხბურთის მსგავსი თამაშობანი ჩატარდა ჩინეთსა და იაპონიას შორის. ის, რომ იაპონიის უძველესი ხანის დედაქალაქ კიოტოში ფეხბურთის მსგავს თამაშებს თამაშობდნენ 611 წლის იაპონური ჩანაწერებიც ადასტურებს.
უძველესი ბერძნები და რომაელებიც თამაშობდნენ ფეხბურთის მაგვარ სპორტს, მაგრამ ამ იმპერიებში ნებადართული იყო ბურთის ხელით ტარებაც. აღნიშნული სპორტი შეტანილი იყო ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რომშო ჩატარდა. მაშინ ერთ მხარეს 27 კაცი თამაშობდა.
პირველ ხანებში, როდესაც ფეხბურთი გავრცელდა ინგლისში, ინგლისის მეფეები არ სწყალობდნენ მას. ამას რამდენიმე მიზეზიც ქონდა. მაგალითად, მეფე ედვარდმა (1307-1327) აკრძალა ბურთის თამაში, რადგან ის იწვევდა ხმაურს ქალაქში, ხმაურისაგან კი შეიძლება ეშმაკები წარმოშობილიყვნენ. (ვერაფერს იტყვი, რკინის არგუმენტია).
1365 წელს კი მეფე ედვარდ III-მ აკრძალა ფეხბურთი მასში გამოყენებული სისასტიკის და სამხედრო მიზნების გამო, რადგან მშვილდოსნობაში ვარჯიშის ნაცვლად ჯარისკაცები ბურთს დასდევდნენ.
დედოფალმა ელიზაბეტ I-მა კი ფეხბურთის თამაშისათვის 1 კვირიანი პატიმრობა შემოიღო, რასაც შემდგომ საეკლესიო სასჯელებიც მოჰყვებოდა.
მიუხედავად აკრძალვებისა ფეხბურთის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ინგლისის სამეფო ოჯახს არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ 1681 წელს ის ნებადართულად გამოეცხადებინა.
პირველ წლებში არ არსებობდა არც მოედნის და არც გუნდის რაოდენობის სტანდარტები, ხოლო თვითონ თამაში არასდროს სრულდებოდა მოტეხილი ძვლების გარეშე (აუ რა ბარდაგი იქნებოდა მოედანზე..). წესებზე ასე თუ ისე, მხოლოდ 1801 წელს შეთანხმდნენ. დადგინდა, რომ გუნდებში თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ და მოედნის სიგრძეც მხოლოდ 91 მეტრი (100 იარდი) უნდა ყოფილიყო. პირველი დაწერილი წესები 1815 წლით თარიღდება, ისინი ეტონის კოლეჯში იქნა ჩამოყალიბებული. მიუხედავად, ამისა დღეს მოქმედი წესები კემბრიჯის წესებად იწოდება.
1870 წლამდე გუნდებში ფეხბურთელთა რაოდენობა 15-დან 21-მდე მერყეობდა. ზედა ძელი კი მხოლოდ 1875 წელს გახდა სავალდებულო. მეკარე ფორმალურად 1880-იან წლებში გაიმიჯნა დანარჩენი გუნდისაგან.
პირველი საფეხბურთო გუნდი 1857 წელს შეიქმნა შეფილდში, ინგლისი, ხოლო ფეხბურთის ასოციაცია 1863 წლის 26 ოქტომბერს დაარსდა. მასში 11 გუნდი იყო შესული.
ინგლისური სიტყვა ,, soccer“ წარმოიშვა ოქსფორდში და ის პირველად ვრეფორდ ბრაუნმა გამოიყენა. 1880-იან წლებში, ოქსფორდის სტუდენტებში ერთგვარი მოდა იყო სიტყვების აბრევიატურა ,,er” -ის ბოლოში დამატებით. მაგალითად, სიტყვა ,, breakfast“ გახდა “brekkers”, ხოლო რაგბის წესები, “rugby rules”, იწოდებოდა როგორც “rugger.” სწორედ ამ მეთოდით ერთ-ერთ ინტერვიუში ფრაზა “association rules” ვრეფორდ ბრაუნმა შეამოკლა და მას ‘’soccer” უწოდა. ბრაუნი მოგვიანებით ინგლისის ნაკრების წევრი და ფეხბურთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა.
დღესდღეობით ფეხბურთი ყველაზე ყურებადი სპორტია მთელს მსოფლიოში.
No comments:
Post a Comment